სახელი : ინგა პაპუნაშვილი

ინგა პაპუნაშვილი მეწარმე ქალია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსპირიდან. ის აქტიური ქალია და ყოველთვის ფიქრობს განვითარებაზე და ოჯახის დახმარებაზე. სწორედ ამიტომ, ინგამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით ინგამ ჩირის საშრობი აპარატი შეიძინა.

ინგა დიდი ენთუზიაზმით ცდილობს სხვადასხვა პროდუქციისგან ჩირის წარმოებას და რეალიზაციას, მათ შორისაა: ატმის, ლეღვის, პომიდვრის, ქლიავის ჩირი და სხვა. მისი პროდუქცია სუფთა და ნატურალურია.

მომავალში განვითარებაზეც ფიქრობს და უნდა პროდუქციის ბრენდირება და სხვადასხვა მაღაზიასთან თანამშრომლობა. ამისათვის კი დამატებითი საშრობი აპარატი ესაჭიროება.

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.