სახელი : ხათუნას ბოსტნეული

ხათუნა ბოლქვაძე აქტიური მეწარმე ქალია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისიდან. ის სასათბურე მეურნეობას მისდევს და წარმოების გაზრდის მიზნით გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარების ხათუნამ ბოსტნეულის ნერგები შეიძინა და ძირითადად აწარმოებს ყაბაყს, ყვავილოვან და წითელ კომბოსტოს,სალათის ფურცლებს და ა.შ.

ხათუნა თავის ჯანსაღ პროდუქციას თბილისის ბაზარში ყიდის და მისი მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილია ხათუნას მომსახურებით. ამასთან, ხათუნა რამდენიმე ადგილობრივ ქალსაც ასაქმებს სათბურში მუშაობის პროცესში. მომავალში კი, მას განვითარება და ბიზნესის გაფართოვება სურს. ამისათვის კი, მას დამატებითი ბოსტნეულის ნერგები ესაჭიროება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.