სახელი : ქეთი დავლაშერიძე - ყველის წარმოება

ქეთი დავლაშერიძე ოთხი შვილის დედაა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშიდან. მისი ოჯახი სოფლის მეურნეობას მისდევს და მისი შემოსავლის ძირითადი წყაროც ეს გახლავთ. ქეთის ყოველთვის უნდოდა ოჯახს დახმარებოდა და სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა.

პროექტის დახმარებით ქეთიმ ძროხა და ხბო შეიძინა და აქტიურად ჩაერთო რძის პროდუქტების წარმოებაში. ის ძირითადად ყველს აწარმოებს და ადგილობრივად ცვლის სხვა საჭირო პროდუქტებში. ქეთის ყველი ნატურალურია და ძალიან გემრიელი.

მომავალში ქეთის განვითარება სურს და ბიზნესის გაფართოვებაზეა ორიენტირებული, თუმცა ამისთვის საკმარისი რაოდენობის საქონელი არ ჰყავს. ამიტომ, დამატებით სულ მცირე ერთი ძროხა მაინც ესაჭიროება საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.