სახელი : ზარემასა და იმანის საკონდიტრო

ზარემა აჭიშვილი და იმან მარგოშვილი პანკისში, სოფელ ბირკიანში ცხოვრობენ. მათ ყოველთვის უნდოდათ დამატებითი საქმიანობა წამოეწყოთ და საკუთარი შემოსავალი ჰქონოდათ. სწორედ ამ მიზნით, ზარემამ და იმანმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის დახმარებით გოგოებმა საკონდიტრო გახსნენს, სადაც ისინი მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ მომხმარებლებს: სხვადასხვა სალათები, ნამცხვრები, კერძები, ცომეულობა და ა.შ. ზარემასა და იმანის საკონდიტროს მომხმარებლები ტურისტებიც არიან.

გოგოები ყოველთვის ორიენტირებულნი არიან მომხმარებლის კმაყოფილებაზე და ხარისხიანი მომსახურების გაწევაზე. მომავალში კი საქმიანობის განვითარებაზეც ფიქრობენ.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.