„დოღურაში“ მევენახეობა/მეღვინეობის კოოპერატივია , რომელიც ცაგერის რაიონში მდებარეობს და ადგილობრივი "ლეჩხუმური ოჯალეშისაგან" ნახევრად-ტკბილ ღვინოს აწარმოებს.
"ორბელური ოჯალეში" ლეჩხუმის მიკროკლიმატისათვის დამახასიათებელი ენდემური ჯიშია.
კოოპერატივი, სულ რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა და განვითარების კარგი პოტენციალი აქვს. კოოპერატივის წევრები აგრძელებენ ღვინის წარმოების იმ ტრადიციებს, რომელიც ლეჩხუმის რაიონში ოდითგან არსებობობდა.
კოოპერატივების განვითარების პროექტში ჩართვის შემდეგ კოოპერატივების წევრებმა საკუთარი სახსრებით , სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით ქარხანა ააშენეს. პროექტის პარგლებში კი კოოპერატივს ღვინის საწარმოო დანადგარები და ღვინის შესანახი ცისტერნები გადაეცა.
კოოპერატივი წარმოების განვითარების და ტურისტების მოზიდვის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს. პროდუქციის პოპულარიზაციის და მარკეტინგული თვალსაზრისით კოოპერატივმა ცაგერის მუნიციპალიტეტში, ტურისტებით დატვირთულ ნაწილში, მწვანე თეატრთან ,საკუთარი ღვინის მაღაზია უკვე გახსნა.
კოოპერატივების პროდუქცია
კოოპერატივები