გურიაში კოოპერატივ „ნაგომარის“ წარმატებამ ადგილობრივ მოსახლეობას დიდი სტიმული მისცა, რომ ჩაის პლანტაციების აღდგენისა და წარმოების საქმეში ჩართულიყო.
კოოპერატივი მესამე წელია არსებობს და ჩაის აწარმოებს.ENPARD-ის პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, „ნაგომარმა“ შეიძინა საფერმენტაციო კარადა, დამაფასოებელი, როლერი, მწვანე ჩაის ფიქსატორი და სადისტრიბუციო ავტომობილი. მოხდა 12 ჰა-ზე მდებარე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია-შეწამვლა და გადაჭრა. ეს აღდგენის პირველი ეტაპია. თანდათან კოოპერატივი ჩაის კულტურის გაძლიერებას გეგმავს და დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წელიწადში რეაბილიტაციის კარგ შედეგს მიიღებს და პროდუქციას 12-13 ტონამდე გაზრდის.
პროდუქციის რაოდენობასთან ერთად კოოპერატივი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზეც მუშაობს. სოფელს ჩაის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. „ნაგომარის“ წარმატების შემდეგ უკვე ბევრ ადგილობრივს სურს კოოპერატივში გაერთიანება. „ნაგომარმა“ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის საქმეში 2017 წელს 35 ოჯახი დაასაქმა. მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ჩაის რეაბილიტაციის სტიმული მიეცა, კოოპერატივი მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
„ნაგომარისთვის“მთავარ გამოწვევად ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული ქარხნის აშენება რჩება, რაშიც დამატებითი რესურსები ესაჭიროება.
კოოპერატივების პროდუქცია
კოოპერატივები