19 02 2024

ჩრდილისუბნის სკოლის რეაბილიტაცია

წალკის ქვაბულში, წყალსაცავის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1620 მეტრზე, სოფელი ჩრდილისუბანი მდებარეობს. სოფლის დასახელება თავად მიგვანიშნებს რამდენად სასიამოვნოა აქ ზაფხულის გატარება, ხოლო რთულია ზამთრის გადაგორება, მძიმე კლიმატური პირობების გამო.
ჩრდილისუბანში 34 ოჯახი, 136 ადამიანი ზამთარ-ზაფხულ ცხოვრობს. წალკიდან 8 კილომეტრი რთულად მისასვლელი გზა აშორებს, რის გამოც სოფელს თავისი დაწყებითი და საბაზო სკოლები აქვს. დაწყებითი საჯარო სკოლა სოფელში 2002 წელს გაიხსნა. სკოლამ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა, ვინაიდან ადგილობრივ მოსახლეობას ბავშვების ტარება შორ მანძილზე აღარ უწევთ.
რესურსების სიმწირის გამო, სკოლის ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში გაუმართავი იყო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში კი სველი წერტილები გახლდათ. ბავშვებს, ზამთრის სუსხში და თოვლში, ეზოში მდებარე საპირფარეშოთი სარგებლობა უწევდათ.
„რთული პერიოდი გავიარეთ. ხშირ შემთხვევაში პატარები ავად ხდებოდნენ და შესაბამისად საგაკვეთილო პროცესის გაცდენა უწევდათ,“ აღნიშნა ჩრდილისუბნის დაწყებითი სკოლის პედაგოგმა ზურაბ ვანაძემ.
ზურაბის თქმით, სკოლაში არასახარბიელო სანიტარული პირობების გამო წლიდან-წლამდე მოსწავლეთა რაოდენობა მცირდებოდა და სკოლა დახურვის საშიშროების წინაშეც დადგა. სწორედ ამ დროს, სკოლისთვის და მისი მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა. პროექტ „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივას“ გარემოსდაცვის საგრანტო კომპონენტის დაფინანსების წყალობით, ჩრდილისუბნის სათემო ორგაზანიციამ „სავანე“, მოსახლეობის ჩართულობით, სკოლის შენობას სველი წერტილები აუშენა; გარე ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისი სეპტიკური აუზი მოაწყო; დააყენა ულტრაიიისფერი ნათურა, რომელიც მოსწავლეებისთვის სუფთა და უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს; დაამონტაჟა მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები და სრულად შემოღობა სკოლის ეზო. აღსანიშნავია, რომ bp-ს ამავე პროგრამის მხარდაჭერით სკოლის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რამდენიმე წლის წინ, გარემონტდა საკლასო ოთახები და სამასწავლებლო.
„ძალიან მიხარია მეც და ყველა ჩემს მეგობარს, რომ სკოლა გალამაზდა. აქ მოსვლა ახლა უფრო გვიხარია,“ აღტაცებით აღნიშნა მეოთხეკლასელმა რატიმ.
დღესდღეობით ჩრდილისუბნის სკოლაში 9 მოსწავლეა რეგისტრირებული, სკოლის ინფრასტრუქტურა კი სრულად გამართულია. ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ გაუმჯობესებული გარემო მეტ მოსწავლეს მოიზიდავს და სწავლის დონეზე დადებითად აისახება.
„უზომოდ გვიხარია, რომ ბავშვებს კარგი პირობები აქვთ, აღარ უწევთ შენობიდან გასვლა სიცივესა და ავდარში, აქვთ სუფთა წყალი და სითბო. სასიამოვნო გარემო უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ მოსწავლემ კარგად ისწავლოს და მეტად პროდუქტიული იყოს.“ აღნიშნა ზურაბ ვანაძემ.
მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა bp-ს ისეთ მიზნებს ეხმაურება, როგორიცაა განახლებადი ენერგიის გამომუშავება, რომ სუფთა ენერგია ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). პროექტს ახორციელებს „ქეა კავკასია“.

07 03 2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტმა სამკერვალო საწარმოსთვის ტრანსპორტირება უზრუნველყო

სამტრედიის მუნიციპალიტეტმა პროექტის „საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა"