ნატურალური ღვინო უსახელაურის ჯიშის ყურძნისგან, რომელსაც კოოპერატივი "ლეიფანა" ამზადებს ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში.
უსახელაურის ჯიშის ყურძენი საქართველოს მხოლოდ ერთ სოფელში, ოყურეშში მოდის. იშვიათი და მცირე რაოდენობის ყურძენს განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.
კოოპერატივი "ლეიფანა" უსახელაურის ვენახებს ფლობს და აწარმოებს ნახევრად-ტკბილ წითელ ღვინოს, რომელიც ბოთლებშიც ჩამოისხმება.
ENPARD პროგრამის ფარგლებში ქეამ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო სვანეთის რეგიონებში.