კოოპერატივი "ელიტა"დაარსდა 2011 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში და წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობის (სომხური) თემს სამხრეთ საქართველოდან. კოოპერატივის ძირითადი საქმიანობაა სასურსათე, სათესლე კარტოფილის და მარცვლოვანი კულტურების წარმოებაა.
კოოპერატივი აერთიანებს 4 ადგილობრივ ფერმერს, რომლებიც წარმოების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ და ცდილობენ მომხმარებელს ნატურალური, გემრიელი პროდუქტი შესთავაზონ. წევრებს ერთად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. კოოპერატივის ლიდერი ბატონი მუგო რეგიონში ცნობილი აგრონომია, რომელიც ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს კარტოფილის წარმოებაში.
კოოპერატივი „ელიტა“-ს წევრი ფერმერები ფლობენ 10 ჰა მიწის ნაკვეთს ბორჯომის მუნიციპალიტეტ სოფელ მოლითში და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილასა და სხვილისში. აღსანიშნავია, რომ კოოპერატივის წევრები მაღალმთიან სოფლებში თესავენ საუკეთესო, ევროპულ, თანამედროვე ჯიშებს რის შემდეგად, მიღებული სათესლე მასალის ნაწილი ითესება დაბალ ზონაში სასურსათე კარტოფილის წარმოებისთვის, ხოლო ნაწილი იყიდება.
კოოპერატივისთვის მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხი, ამიტომ მისი წევრები მუდმივად ატარებენ ღია კარის დღეებს თავიანთი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, ისინი ზრუნავენ თემის და სხვა ადგილობრივი ფერმების განვითარებაზე, სთავაზობენ ტექნიკურ მომსახურებას ადგილობრივ ფერმერებს და გასცემენ შესაბამისს რეკომენდაციებს.
კოოპერატივი „ელიტა“ მისი საქმიანობიდან გამომდინარე დიდ სოციალურ გავლენას ახდენს ადგილობრივი თემის მცხოვრებლებზე, რომლებიც კარტოფილს აწარმოებენ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის საჭიროებებისთვის, არამედ კომერციული მიზნებისთვისაც.
კოოპერატივები