სახელი : ნონა გულბანი

ნონა გულბანი აქტიური მეწარმე ქალია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირიდან. ნონას ყოველთვის უნდოდა საკუთარი სილამაზის სალონი ჰქონოდა და ხარისხიანი მომსახურება გაეწია  მომხმარებლისთვის. ინიციატივის განხორციელების მიზნით, ნონამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა და სალონისთვის საჭირო ინვენტარი შეიძინა.

ნონა მაქსიმალურად ზრუნავს მომხმარებლების კმაყოფილებაზე და ცდილობს ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს მათ. ამჟამად, თელავის ერთ-ერთ სალონში მუშაობს და ცდილობს ყოველდღიურად განვითარდეს, მეტი ცოდნა და გამოცდილება შეიძინოს. მომავალში, ნონას მომსახურების გამრავალფეროვნება სურს. ამისათვის კი დამატებითი ინვენტარი და პროდუქცია ესაჭიროება.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

პროდუქცია/სერვისი

ქალთა ინიციატივები

პროექტის, "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" ფარგლებში დაფინანსებული ქალთა ინიციატივები.