სახელი : ოცნება

კოოპერატივი „ოცნება“ სამეგრელოში მეფუტკრეობას ეწევა. კოოპერატივი 2015 წელს დაარსდა. მისი თერთმეტივე წევრი ერთობლივი მუშაობით ცდილობს მეფუტკრეობის მაღალი სტანდარტები დააკმაყოფილოს და მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს. 

კოოპერატივის წევრებს ერთად მუშაობისა და მეფუტკრეობის 20 წლიანი გამოცდილება აქვთ. დიდი ხნის მუშაობის შედეგად, კოოპერატივმა საკუთარი კლიენტებიც შეიძინა. თუმცა მომხმარებელთა ფართო ბაზარზე გასვლა განვითარებისა და მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე შეუძლებელი გახდა.

პროექტში  მონაწილეობის შედეგად,საგრანტო პროგრამით კოოპერატივს გადაეცა  სკები, ფუტკრის ოჯახები, ავტომანქანა და თაფლის დაწურვისათვის საჭირო სხვა ინვენტარი. 


 "ოცნებას" უამრავი გეგმა აქვს, რომელთა განსახორციელებლად მეტი რესურსები და მხარდაჭერა ესაჭიროება. კოოპერატივს  სურვილი აქვს გაზარდოს ფუტრკის ოჯახების რაოდენობა, განავითაროს სტაციონარული საფუტკრე ბაზები, შექმნას თაფლოვანი კულტურების კონვეიერი, რათა ფუტკარს თაფლის ნექტარის მუდმივი მარაგი გააჩნდეს. კოოპერატივი 9 წელზე მეტია  დედა ფუტკრის სელექციაზე მუშაობს და ამავდროულად, ნატურალური წარმოებით, თაფლის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები