სახელი : ჩიბათი

„ჩიბათის“ ისტორია ტრადიციული დარგის განვითარებას უკავშირდება. სოფელ ჩიბათში 90 ჰექატარამდე ჩაის პლანტაცია არსებობდა, რომელსაც მოსახლეობა უვლიდა. კოოპერატივმა მოახერხა ამ ტრადიციის აღდგენა. საბჭოთა ტიპის კოოპერატივიდან  „ჩიბათი“ თანამედროვე, ბიზნესზე ორიენტირებულ  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად იქცა, რომელიც სოფელში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია-აღდგენაზე მუშაობს და თან საკუთარი ბიზნესის წარმატებაზე ზრუნავს. ჩაის წარმოებაში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული.

„ჩიბათის“ წევრებმა დაიწყეს ჩაის პლანტაციების აღდგენა პროექტით, რომლის მიზანი იყო ადგილობრივ თვითთმმართველობებში ტრადიციული დარგების აღდგენა. შემდეგ კი კოოპერატივად დარეგისტრირდნენ. 2014  წელს კოოპერატივმა ენპარდის პროექტში მიიღო მონაწილეობა და  გადამამუშავებელი ფაბრიკის აღჭურვა, და  პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოებში დახმარება ითხოვა. გამარჯვების შემდეგ კოოპერატივს გადაეცა ჩაის გადამამუშავებელი ხაზი. ქარხნისთვის შენობა კი კოოპერატივმა მუნიციპალიტეტიდან  იჯარით აიღო.



კოოპერატივის უახლოეს გეგმებში შედის ჩაის ექსპორტზე გატანა. ამ მხრივ კოოპერატივს უკვე აქვს წარმატება ჩინეთში პროდუქციის გატანის კუთხით. წევრებს სურვილი აქვთ, რომ   წარმოება  20-25 ტონამდე გაზარდონ  და საბოლოო პროდუქტი ერთჯერად პაკეტებში შეფუთონ. სწორედ ამ საქმეში სჭირდებათ მათ დამატებითი მხარდაჭერა . 

სრულად ჩვენება მაჩვენე ნაკლები

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივების პროდუქცია

კოოპერატივები